5
Mar
2018

კობი ბრაიანტი და მთელი კაცობრიობა დედამიწის გადასარჩენად – Nike-ის სახალისო ვიდეორგოლი

5 Mar 2018

Elit Electronics


წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ბრუნვას შეწყვეტს და ერთ ადგილას გაჩერდება? ჩვენს პლანეტას უამრავი დამანგრეველი სტიქიური მოვლენა დაატყდება თავს და კაცობრიობის არსებობის საკითხიც საკმაოდ მოკლე პერიოდში გადაწყდება. Nike-ის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში ყოველდღიური პრობლემებით დაღლილი დედამიწა მართლაც წყვეტს ბრუნვას, თუმცა ამ შემთხვევაში, აპოკალიფსის ლოდინის ნაცვლად, მთელი კაცობრიობა ერთი მიმართულებით იწყებს სირბილს, რათა მშობლიური ბურთი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. კომპანიის ახალი 2 წუთიანი ვიდეორგოლი სააგენტო Must Be Something-მა მოამზადა და მასში ისეთი ცნობილი სახეები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: კობი ბრაიანტი, კევინ ჰარტი, ბილ ნეი, საიმონ ბილესი და სხვები.

 

განხილვა