in , ,

რისკი, რომელიც ამად ღირდა! დიდი სკანდალი Nike-ის კამპანიის გარშემო!

ბოლო დღეებია Nike-ის გარშემო დიდი სკანდალია ატეხილი. ამბავი სოციალურ ქსელებშიც აქტიურად ვრცელდება, თუმცა ბევრისთვის კვლავ ბუნდოვანია, რატომ გახდა კრიტიკის საგანი Nike-ის წლის ყველაზე შთამბეჭდავი საიუბილეო ვიდეორგოლი, რომელიც ბოლო 30 წლის საუკეთესო კამპანიადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. სკანდალის მიზეზი ვიდეორგოლის მთავარი გმირი, ამერიკულ საფეხბურთო ლიგაში (NFL) მოთამაშე კოლინ კაეპერნიკი გახდა. აჟიოტაჟი ჯერ კიდევ ვიდეორგოლის გამოსვლამდე დაიწყო, როდესაც Nike-მა გაავრცელა პოსტერი ფეხბურთელის ფოტოთი და წარწერით: “გჯეროდეს მაშინაც, თუკი ამისთვის ყველაფრის მსხვერპლად გაღება მოგიწევს”.

BOG
BOG

კოლინ კაეპერნიკი მასშტაბური სკანდალის მიზეზი ჯერ კიდევ 2016 წელს გახდა, როდესაც თამაშის წინ, სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას, ფეხზე წამოდგომის ნაცვლად, დაიჩოქა. პრესასთან განმარტებისას, კოლინმა განაცხადა, რომ ვერ დადგება სიამაყით იმ ქვეყნის ჰიმნის ფონზე, რომელიც ავიწროებს ადამიანებს კანის ფერის გამო და ეს პრინციპი მისთვის ფეხბურთზე მაღლა დგას.

 

https://www.youtube.com/watch?v=Fq2CvmgoO7I

სამწუხაროდ, ამ ქმედებამ კოლინს დიდი პრობლემები შეუქმნა. გარდა იმისა, რომ ამან დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია საზოგადოებაში, მას სერიოზულად შეუზღუდეს კარიერული წინსვლა ყოველ ნაბიჯზე. თუმცა, მას მიმდევრები გამოუჩნდნენ და სულ უფრო მეტმა გაიმეორა მისი საპროტესტო ქმედება. ამდენად, ბევრი თვლის, რომ ფრაზას “გჯეროდეს მაშინაც, თუკი ამისთვის ყველაფრის მსხვერპლად გაღება მოგიწევს” კოლინზე უკეთ ვერავინ იტყოდა.

შეიძლება ითქვას, რომ კაეპერნიკის მსგავსად, Nike-ის ვიდეორგოლიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მომხმარებლებმა სოციალურ ქსელებში საპროტესტო პოსტების განთავსება მასობრივად დაიწყეს, ერთმანეთს მოუწოდებენ Nike-ის ბოიკოტისკენ, მისი პროდუქციის განადგურებისკენ, ჰეშთეგებით #JustBurnIt #BoycottNike. სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს კამპანია ძალიან თამამი ნაბიჯი იყო Nike-ისგან, რადგან ბრენდი ყოველთვის ვერ დაეთანხმება საზოგადოებას. ზოგჯერ, შეიძლება გააბრაზოს ისინი, ამის გამო დაკარგოს კიდეც მომხმარებლები, თუმცა ვინც დარჩებიან, უფრო ლოიალურები გახდებიან ბრენდის მიმართ – ასეთი კამპანიებით ქმნიან ბრენდები კულტურას.

დავით გოგინაშვილი „კურორტი საირმეს“ კომერციული დირექტორი გახდა

ავტომობილის ქოლგა – მზე, წვიმა, სეტყვა და თოვლი პრობლემა აღარ არის