25 ოქტომბერს NBA-ს ახალი სეზონი გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით, Nike–მა წამოიწყო კამპანია “Come out of Nowhere”, რომელიც ორი კვირის მანძილზე გაგრძელდება. პირველ ვიდეორგოლში მთავარი გმირი ლებრონ ჯეიმსია. იგი როგორც ვარსკვლავი მაგალითს აძლევს სხვებს და უამრავი ახალგაზრდა ატარებს მაისურს 23 ნომრით.
კამპანიის მთავარი მიზანია გამოავლინოს მოთამაშეების ინდივიდუალობა, ამიტომ აქ ნაჩვენებია სხვა, არც ისე ცნობილი კალათბურთელებიც, ისინი ვერ გახდნენ ვარსკვლავები, სამაგიეროდ, მათ აღნიშნეს თავისი განსაკუთრებულობა და დაგვამახსოვრეს თავი.
https://www.youtube.com/watch?v=dOZxIpy6Gm4
არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს სეზონი და რა თქმა უნდა, ძნელი სათქმელია, რომელი კალათბურთელი გახდება სეზონის ვარსკვლავი. Nike ამ კამპანიით ამხნევებს ყველა კალათბურთელს. ვიდეორგოლის გარდა, ბრენდმა პრინტებიც შემოგვთავაზა.
ვიდეორგოლსა და პრინტებზე სააგენტო Wieden + Kennedy–მ იმუშავა.