in

ნაიკი კვლავ გვიმტკიცებს თავის კრეატიულობას

უკვე აღარავის უკვირს ინტერაქტიული და ინოვაციური სარეკლამო კამპანიები Nike–სგან. ამჯერათ ისინი ორმაგად კრეატიულები აღმოჩნდნენ და ახალი კოლექციისთვის “Nike Free” ევროპის ორი ქალაქი გააოცეს.

მათ ინსტალაცია გააკეთეს. Nike Free ისეთი მოქნილია, რომ ის ფუნჯადაც შეიძლება გამოიყენოთ – სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა ეს ინსტალაცია. თვითონ ბოტასის დიზაინი James Jean და David Choe–ს ეკუთვნით, ხოლო ინსტალაციის იდეა სტუდია Blast Radius–ს.

nike-mirada-toronto-installation

 

რაც შეეხება მეორე ქალაქს, ეს არის ამსტერდამი. აქ  Nike–მა ტექნოლოგიური პროგრესი და კრეატიულობა ერთიანად გამოიყენა, რის შედეგადაც გაჩნდა 3D ჰოლოგრამიანი რეკლამა. რეკლამის იდეა სააგენტოებს Mindshare, Kinetic,  და JCDecaux ეკუთვნით.  Holocube–ი ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული  ტექნოლოგიური მიღწევაა, რომელიც 5 წლის წინ დააპატენტეს. ის, როგორც რეკლამა ჯერ არავის გამოუყენებია.

გაეცანით უფრო ახლოს Nike და Holocube–ს და ნახეთ ვიდეო.

იმპრესიონიზმი განათების ბიზნესში

როჯერ ფედერერი Nike-ს ახალ რეკლამაში