in ,

Nike-ის რეკლამამ Emmy Awards მოიგო

Nike-ის კამპანია Creative Arts Emmy Awards-ის გამარჯვებული გახდა. საუკეთესო რეკლამის ტიტულისთვის, ასევე, იბრძოდნენ Netflix და Apple. საბოლოოდ, მთავარი ამერიკული სატელევიზიო პრემია „ნაიკის“ Dream Crazy-იმ მოიგო.

 

https://www.youtube.com/watch?v=E48hHS-5HyM&t=8s

 

Creative Arts Emmy Awards არის Primetime Emmy Awards-ის ნაწილი და როგორც წესი, ერთი კვირით ადრე იმართება. აქ 2018 წლის 1-ლი ივნისიდან 2019 წლის 31 მაისამდე შექმნილ საუკეთესო კრეატიულ ნამუშევრებს ავლენენ, ასევე გაიცემა ჯილდოები სატელევიზიო ინდუსტრიაში სპეციალური და ტექნიკური მიღწევებისთვის. რაც შეეხება Primetime Emmy Awards-ს, 22 სექტემბერს გაიმართება და სატელევიზიო შოუებს, მათ მსახიობებს და რეჟისორებს, კიდევ 50-მდე კატეგორიის გამარჯვებულებს გამოავლენს.

Creative Arts Emmy Awards-ის ტრიუმფატორი, წელს, Game of Thrones გახდა. HBO-ს საკულტო პროექტმა უკვე 10 კატეგორიაში გაიმარჯვა. თუმცა, ამერიკის სატელევიზიო ჯილდოს მთავარი ნომინაციები წინაა.

პროთეზი, რომელსაც ადამიანი და ხელოვნური ინტელექტი ერთად მართავენ

Huawei-ს Mate 30-ის სერიის დიზაინებმა, პრეზენტაციამდე, ინტერნეტში გაჟონა