გასული წლის იანვარში Nike-მა ბრენდ Lululemon-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ კონკურენტმა მისი სმარტფონის აპლიკაციისა და ფიტნეს მოწყობილობების პატენტები შექმნა. ახლა კი სპორტული ტანსაცმლის გიგანტი კიდევ ერთ საქმეს აღძრავს — ამჯერად ანალოგიური ფეხსაცმლის მოდელების შექმნის ბრალდებით.
ბრენდი სულ მცირე ოთხი პროდუქტის პატენტზე ჩივის — Chargefeel Mid, Chargefeel Low, Blissfeel და Strongfeel. CNBC-ის განცხადებით, ნაიკმა „ეკონომიკური ზარალი და გამოუსწორებელი ზიანი განიცადა“. ეს შედეგი აშკარაა მიუხედავად იმისა, რომ „ლულულემონი“ მხოლოდ 2022 წლის მარტში გამოჩნდა ბაზარზე და ოთხწლიანი ვრცელი კვლევის, მილიონზე მეტი ქალის ფეხის სკანირების შედეგად შექმნა ფეხსაცმელები.
ამ ეტაპისთვის „ლულულემონი“ ჯერ არ აღიარებს რაიმე დანაშაულს და პირიქით, უსაფუძვლოსაც კი უწოდებს: „მოუთმენლად ველით ჩვენი სიმართლის სასამართლოში დამტკიცებას“.
გარდა ამისა, ნაიკის იურიდიული გუნდი კომპანია BAPE-საც უჩივის, სლოგან „Just Hemp It“-ის გამოყენებისთვის.