ჯერ კიდევ აპრილში, მარკეტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული Metro Production იღებდა NIKE-ს რეკლამას, მსოფლიოში ცნობილ რეჟისორ დენიელ ვულფთან, სააგენტო Wieden+Kennedy-სთან (WHY-den and KEN-edy), Somesuch – სარეკლამო ფროდაქშენ კომპანიასა და The Mill -თან ერთად, რომელიც გრაფიკასა და ფერების კორექციას უზრუნველყოფს. მაშინ კამპანიის სახელი ვერ გაგვიმხილა „მეტრო ფროდაქშენის“ აღმასრულებელმა პროდიუსერმა, სანდრო გაბილაიამ, თუმცა დღეს უკვე ცნობილია: „ნაიკის“ #NeverAsk, რომელიც სლოგანი #JustDoIt-ის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს.
„ვიდეორგოლები იქმნება რამდენიმე, დაახლოებით, 9 ქვეყნის ბაზრისთვის. ვეძებდით პოსტსაბჭოთა სივრცეებს, ისეთ ადგილებს, ჯერ კიდევ შენარჩუნებული რომ აქვთ ძველი იერი. ასეთივე, პოსტსაბჭოთა სივრცეებიდან ჩამოვიყვანეთ რამდენიმე სპორტსმენი, ისეთი ადამიანები, რომლებმაც თვითონ მიაღწიეს ყველაფერს. გადავიღეთ მათი ბავშვობა, სიზმრები და ცოტა სიურრეალისტური მიმართულების ვიდეოსერიები გამოგვდის“, – აღნიშნა სანდრო გაბილაიამ მარკეტერთან საუბარში, 16 აპრილს.
დღეს კი, შეგიძლიათ, იხილოთ კამპანიის ფარგლებში შექმნილი ვიდეორგოლები. თითოეულ მათგანს საკუთარი გმირი, თავისივე ისტორიით, ჰყავს:
არ არსებობს შენთვის შეუფერებელი სპორტი: Aleksandr Maltsev Never Asks
https://www.youtube.com/watch?v=MwvDRy6ADEI
არ არსებობს შენი შესაძლებლობების ზღვარი: Elena Fedoseeva Never Asks
არაფერია შენთვის მიუღწეველი: Fedor Smolov Never Asks
ეს არის ამბავი რუსეთის ქუჩის ფეხბურთზე: Nike Football – The Korobka Never Asks