in

Nike-მა მედალი სამკაულად აქცია

სიმართლე რომ ვთქვათ, გამარჯვების შემდეგ მედლები იშვიათად თუ ნახულობს დღის სინათლეს, თაროებსა და კედლებზე იკავებს ადგილს და იმტვერება… ნაიკს კი სულაც არ სურს, მათ რიგებს კიდევ ერთი ჯილდო შემატოს, ამიტომაც Dark Tour 2025-ისთვის ქალებს სამკაულის მსგავსი მედალი შესთავაზა — ყელსაბამია, რომელიც სპორტსმენს საშუალებას აძლევს, კარიერული მიღწევა ყოველდღიურ სტილს შეუსაბამოს და ტრიუმფი თან გაიყოლოს…

BOG
BOG

საინტერესოა, რომ ნაიკის ახალ მედალ-ყელსაბამზე მომუშავე გუნდის წევრებიდან ყველა ქალია. შედეგად, Dark Tour-ის 2025 წლის მედალი პატივს მიაგებს ქალთა მრავალფეროვან ცხოვრებას და ყოველდღიურად სატარებელი მედლით შეახსენებს მათ საკუთარი სიძლიერის, გამძლეობისა და ქალი მორბენალების საზოგადოების წევრობის შესახებ. 

თიბისის და დიდი ბრიტანეთის საელჩოს განათლების ერთობლივი პროგრამები კიბერუსაფრთხოებაში

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ნახევარფინალის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი