in

Nike მეორეული ფეხსაცმელების გაყიდვას იწყებს! – მიმართვა ბრენდის მომხმარებლებს

მომხმარებელს მოუწოდებენ, Nike–ს ნახმარი ფეხსაცმელები მაღაზიებში დააბრუნონ. მათ ექსპერტები შეამოწმებენ და შეაფასებენ. 

მდგრადი განვითარების ფარგლებში, Nike–მა ახალი ინიციატივა შემოგვთავაზა – შეკეთებული ფეხსაცმელი.

BOG
BOG

„განახლებული Nike“ – პროგრამა არის სრულად ცირკულარული შეთავაზება, რაც გულისხმობს სუფთად ნახმარი, ახალივით ან ოდნავ შელახული ფეხსაცმლის შეკეთებას როგორც მამაკაცების, ისე ქალების ხაზში და ამ პროდუქტის ხელმისაწვდომ ფასში გაყიდვას.

Nike–ში ამბობენ, რომ ბრენდის მაღაზიებში ფეხსაცმლის ლოიალური ღირებულება მის პროდუქტებზე წვდომას გაზრდის.

პროცესი ასე გამოიყურება: მომხმარებელს მოუწოდებენ, Nike–ს ნახმარი ფეხსაცმელები მაღაზიებში დააბრუნონ. მათ ექსპერტები შეამოწმებენ და შეაფასებენ.

თითოეული არჩეული წყვილი გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება.

როგორც ბრენდის წარმომადგენლები აცხადებენ, მეორეული ფეხსაცმელები აპრილის ბოლოდან გაიყიდება.

 

 

ნახეთ: აპლიკაცია, რომელიც ქუჩაში სიარულისას მობილურში ყურებას შეგაწყვეტინებთ!

ზრუნვით იცვლება სამყარო – ფარმადეპო