in

ნახეთ: რა ინახება Nike-ის დიზაინის საიდუმლო არქივში

კონფიდენციალურ ლოკაციაზე Department of Nike Archives (DNA) მდებარეობს, ადგილი, სადაც Nike-ის იშვიათი არტეფაქტები ინახება. მათი რიცხვი 200 000-ზე მეტია, რომელთა შორისაც ბოტასების აქამდე უნახავი პროტოტიპები და ლოგოს ორიგინალი სკეტჩიც კი მოიპოვება. წელს რატომღაც DNA-მ კარი გაგვიღო და საშუალება მოგვცა, პირველად Nike-ის დიზაინის ისტორიაში ჩაგვეხედა.

BOG
BOG

გამოფენას Nike: Form Follows Motion უწოდეს და ასე ბრენდის შექმნიდან, ანუ 1964 წლიდან დღევანდელობამდე გვამოგზაურეს. აქვე ვხვდებით წიგნს, რომელიც Nike-ის დიზაინის ისტორიას ჰყვება.

შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს შევხებივარ ასეთ ინტენსიურ, შემოქმედებით და კომპლექსურ დიზაინერულ აზროვნებას, — აცხადებს გლენ ადამსონი, გამოფენის კურატორი. 

საინტერესოა, რომ გამოფენა და წიგნი 4 ქრონოლოგიურ სექციად არის დაყოფილი: Track ბრენდის პირველ წლებს გვაცნობს, რაღაც უფრო ნიშურსა და სუბკულტურულს, შემდგომ მოდის Air, რომელიც უკვე ბრენდს გვაცნობს სპორტულ რეკლამირებაში და ისეთ სპორტსმენებთან თანამშრომლობს, როგორიც მაიკლ ჯორდანია. მესამე სექცია Sensation გახლავთ და სპორტულ კვლევით კომპანიებს ჰფენს ნათელს. დაბოლოს, Relation დიზაინერებთან ბრენდის კოლაბორაციებს წარმოაჩენს.

ბრენდის ისტორია ჩვენთვის სიღრმისეულად რომ მოეყოლათ, იმ პერიოდს დაუბრუნდნენ, როცა დამფუძნებელ ფილ ნაითს იაპონიიდან ფეხსაცმელები შემოჰქონდა…

საინტერესოა, რომ DNA ათასობით ჩანახატს, პროტოტიპს, ბოტასსა და სხვა დეტალებს მოიცავს, რომელთაც ხშირად ათვალიერებენ არსებული დიზაინერები, რათა ახალი იდეები დაებადოთ. რაღა თქმა უნდა, გამოფენისთვისაც არაერთხელ ესტუმრნენ DNA-ის და უფრო მეტად ის ნამუშევრები წარმოგვიდგინეს, რომლებიც პირველივე შეხედვისთანავე საოცარი იყო. ამგვარად, აქ ნახავთ Air Max-ის ჩანახატს:

DNA-ში ერთ-ერთი ეს გიჟური პროტოტიპი იყო, რა დროსაც შოკის მსგავსი აპარატის შიგნით ბოტასი იყო მოქცეული, რათა ენახათ, რა მოხდებოდა, თუ მასში ვინმე ფეხს ჩადგამდა და ახტებოდა… როგორც კი დავინახეთ, ვთქვით, რომ ეს გამოფენაზე უნდა წარმოგვედგინა, — განმარტავს ადამსონი.

Nike: Form Follows Motion-ის გამოფენა რაინში, გერმანიაში, 21 სექტემბრიდან 2025 წლის მაისამდე იქნება წარმოდგენილი.

წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენა გაიხსნა

Hennessy – კონიაკის დაძველების 250 წელზე მეტი ხნის ისტორია