18
Sep
2018

ყველაზე სწრაფი მარათონელის ისტორია! – Nike-ის ვიდეორგოლი

18 Sep 2018

Elit Electronics


კენიელმა ელიუდ კიპჩოგემ, 2018 წლის ბერლინის მარათონზე, სრული მანძილი რეკორდულ, 2 საათში, 1 წუთსა და 39 წამში დაფარა. შეჯიბრზე მარათონელს Nike-ის ბოტასი ეცვა, რომელსაც ყველაზე სწრაფ მოდელად მოიხსენიებენ (Fastest Ever). ვიდეორგოლი, რომელიც ყველაზე სწრაფი სპორტსმენის ისტორიას გვიყვება, შეუპოვრობასა და მოთმინებას ასახავს, რაც სჭირდება მარათონის წარმატებით გავლას. მიუხედავად იმისა, რომ რეკლამა არ არის ისეთივე ხმაურითა და აგრესიით სავსე, როგორც სხვა სპორტისთვის მიძღვნილი ვიდეორგოლები, მაინც ატარებს მისთვის დამახასიათებელ მშვიდ ენერგიას.

 

განხილვა