in

Nike 1982 წელს გამოშვებულ ფეხსაცმლის მოდელს აბრუნებს

Nike-მა გადაწყვიტა Field General 82 გააცოცხლოს, ფეხსაცმლის ის მოდელი, რომლის დებიუტიც 1982 წელს შედგა და ამერიკული ფეხბურთის სინონიმიც კი იყო… ახლა, ყველასთვის მოულოდნელად, ბრენდი თავის ფესვებს თეთრი ფერებით უბრუნდება. იმისათვის, რომ წარსულს პატივი სცეს, ზუსტად იმ მასალებს გამოიყენებს, რომლებსაც ადრე Field General 82-ში ვხედავდით. Nike-ის ლოგო კი ფეხსაცმელზე Varsity Red ფერში შეგხვდებათ.

BOG
BOG

ბრენდის გადაწყვეტილება, კვლავ დააბრუნოს მოდელი 4 ათწლეულის შემდეგ, ვინტაჟური ესთეტიკის მზარდ ტრენდს ემსახურება. კოლექციონერებისა და ნოსტალგიის მაძიებლებისთვის Nike Field General 82 სპეციალურ რეტრო ფეხსაცმლის ყუთშიც იქნება მოთავსებული. მართალია, ჯერ არ ვიცით, ზუსტად როდის გამოჩნდება ბაზარზე 1982 წლის მოდელის განახლებული ვერსია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ეს თებერვალში უნდა მოხდეს.

რეკლამის განმთავსებლებისთვის ახალი ციფრული პლატფორმა შეიქმნა — ინტერვიუ გიგი კურტანიძესთან

Nescafé-მ შეფუთვის დიზაინი განაახლა