in

Nike Football-მა „უშიშარი“ იდენტობა წარადგინა

როცა Nike Football-მა ახალი თავის წამოწყება გადაწყვიტა, პირველი, რაზეც იფიქრეს, რებრენდინგი იყო და ეს საქმე ILOVEDUST-ს მიანდეს. წარსული გამოცდილებები და ნდობა უძღოდა ამ გადაწყვეტილებას წინ, ამიტომ ნაიკის ქვებრენდის ცვლილებაც ზუსტად იცოდნენ, სწორ ხელში მოხვდებოდა…

BOG
BOG

შედეგად, Nike Football-ის სრული რებრენდინგი მივიღეთ — ახალი ლოგო, ტიპოგრაფიული სისტემა და ვიზუალური ენა, რომლებიც ერთად ბრენდის ახალ ეპოქაზე მიგვითითებს. იდენტობა ე. წ. შემტევი ფეხბურთის არსის ასახვას ისახავს მიზნად, რომელსაც შემოქმედებით, უშიშარ და მომავალზე ორიენტირებულად განსაზღვრავენ.

თუმცა, სანამ აქამდე მივიდოდნენ, Nike Football-ის წარსულში დაიწყეს ინსპირაციის ძიება — სიმბოლოებიდან, ლოგოებიდან და ფორმების დიზაინიდან დაწყებული, ეს საკულტო Nike Football-ის ნიშნები, ბრენდის დნმ-შია ფესვგადგმული და ჩვენთვის საწყის წერტილს წარმოადგენდა.

მიზანი მხოლოდ ნოსტალგიების გაღვიძებაც არ ყოფილა, სურდათ, უფრო დიდი სურათის სტრატეგია შეექმნათ. ნაიკი 2025 და შემდგომი წლებისთვის თავისივე საფეხბურთო ბრენდის ხელახლა პოზიციონირებას აპირებს, ახალი იდენტობა კი სწორედ ამ ცვლილებისა და, ამავდროულად, ბრენდის მემკვიდრეობის შესაბამისი უნდა ყოფილიყო.

ახალი, თამამი ბრენდის იდენტობის შექმნა გვქონდა მიზნად დასახული, რომელიც შემტევი ფეხბურთის ბრწყინვალებას ასახავდა, აღნიშნავდა შემოქმედებით, უშიშარ თამაშის სტილს, რომელიც სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს ძალიან უყვართ.

მრავალი იდეის სკეტჩად ქცევის შემდეგ, ბრენდმა 90-იან და ადრეულ 2000-იან წლებში დაბრუნება გადაწყვიტა, რომელსაც ბევრი Nike Football-ის ოქროს ხანად მიიჩნევს: სწორედ ამ დროს დომინირებდა ბრენდის არსი და პროდუქტები, ეს ყველაფერი კი იმდენად ბუნებრივი იყო რომ, ახალი მიმართულების საფუძვლადაც მოგვევლინა.

მთავარი რებრენდინგში, რაღა თქმა უნდა, ლოგოა — თუ ძველი ძალიან რეტრო სტილის იყო, ახლა იგი ILOVEDUST-მა უფრო კუთხოვანი ფორმებით წარმოგვიდგინა, აგრესიულ ფარად, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის სიმბოლოა. ყოველი დეტალი კი რაღაც მნიშვნელობას ატარებს. მაგალითად, ფარის სამი ნაწილი ნაიკის სამ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს: Mercurial, Phantom და Tiempo. ასე კი ვიზუალურ იდენტობასა და პროდუქტებს უკავშირებენ ერთმანეთს. 

აღნიშნულთან ერთად, ბრენდმა განახლებული ფოტოები და ტიპოგრაფიაც შესთავაზა მომხმარებლებს:

ამგვარად, Nike Football-ის იმგვარი რებრენდინგის მომსწრენი ვხვდებით, რომელიც წარსულისა და მომავლის, მემკვიდრეობისა და ინოვაციების ჯერ ბალანსს გვთავაზობს, შემდგომ კი ევოლუციას ასახავს. 

მეწარმეობის კურსი MIT-ის მეთოდოლოგიით – მხოლოდ SEU-ში!

Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა