in

Nike-ის კამპანიაში რონალდინიო მბაპეს წინააღმდეგ თამაშობს!

როგორი იქნებოდა Nike Football-ის ყველა დროის საუკეთესო შემადგენლობა? ანუ რომ გაგვეერთიანებინა აწმყო, წარსული და მომავალი? როგორ შეეგუებოდნენ მოედანზე ერთმანეთს წარსულის ლეგენდები და თანამედროვე ვარსკვლავები? ან საერთოდ, რონალდინიო მბაპეს წინააღმდეგ წარმოგიდგენიათ? 1998 წლის რონალდუ 2002 წლის რონალდუს წინააღმდეგ? ან ალექს მორგანი ედგარ დევისთან ერთ მხარეს რომ თამაშობდეს? 

დიახ, კითხვები დამაინტრიგებელია… უსასრულო დებატები კი იმის შესახებ, თუ ვინ არის საუკეთესო, Nike-ის Footballverse-მა შეიძლება დაასრულოს — ეს უახლესი საფეხბურთო კამპანიაა, რომელშიც წარსულისა და აწმყოს ლეგენდები ერთმანეთს ეთამაშებიან. შვეიცარიის საიდუმლო ლაბორატორიაში მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა საბოლოოდ გატეხა კოდი. მათ დაწერეს ფორმულა, რომელიც ნებისმიერ დისკუსიას დაასრულებს… ისინი ღილაკის დაჭერით წარსულიდან და აწმყოდან ლეგენდარულ მოთამაშეებს მოედანზე აბრუნებენ. გიჟური ექსპერიმენტი კი საოცარი ტემპით ვითარდება!

კამპანია ასახავს Nike-ის გრძელვადიან რწმენას, რომ სპორტის მომავალს უსაზღვრო პოტენციალი აქვს და უბიძგებს ახალ თაობას, დაამტკიცონ ეს ფაქტი. მარტივად რომ ვთქვათ, თამაში არასდროს სრულდება. Footballverse აჩვენებს, რომ სპორტსმენების ყველა თაობა უნიკალურ კვალს ტოვებს მოედანზე, ავითარებს სპორტს და შთააგონებს მომავალ თაობებს, მათაც იგივე გააკეთონ. 

Nike FC-ის გიჟური ექსპერიმენტის შემადგენლობაც დაუჯერებლად გამოიყურება, მთავარ როლებში არიან: კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე, რონალდუ, რონალდინიო, ალექს მორგანი, ვირჯილ ვან დეიკი, სემ კერი, კევინ დე ბრუინლო, ლ. შეინ კლაივერტი და ედგარ დევიდსი.

„მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ” – კამპანია და მარწყვის მეურნეობა განათლებისთვის

500 Global-ის რჩეულთა სიაშია KOVZY – პლატფორმა ვებგვერდის 1 დღეში ასაწყობად!