in

Nike-ის ახალი კოლექცია სერიალ Stranger Things-ის თემაზე

გლობალური ბრენდები, ცდილობენ „მეინტსრისმს“ არ ჩამორჩნენ და ძალიან პოპულარულ ფილმებს, სერიალებს თუ სხვა პროექტებს გამოეხმაურონ – მათ სერვისი, ნამუშევრები ან პროდუქცია მიუძღვნან. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც Nike-ია – ახალი კოლექცია Netflix-ის ერთ-ერთ ბოლო, ძალიან გახმაურებული სერიალის Stranger Things-ის თემატiკაზე შექმნა, თანაც, 1980-იანი წლების დიზაინი „გააცოცხლა“.

https://www.instagram.com/p/BypyunYgmff/?utm_source=ig_embed

(კოლექციის სანახავად მიჰყევით Instagram-ის ბმულს)

ახალი კოლექციის “Hawkins High Pack”-ის ნაწილი, ბაზარზე, 27 ივნისიდან, დანარჩენი კი სატელევიზიო შოუს მესამე სეზონის დაწყებისთანავე [2019 წლის 4 ივლისი] გამოჩნდება.

ბრენდს ეს პერიოდი შემთხვევით არ შეურჩევია – სერიალის ახალ სეზონში მოქმედება 1985 წლის ზაფხულში ხდება. მთავარ გმირებს კი Nike-ის, იმდროინდელი, დღეს უკვე რეტროდ ქცეული სპორტული ფეხსაცმელი და სამოსი აცვიათ. სწორედ ამიტომ შექმნა Stranger Things-ისთვის მიძღვნილი კოლექცია ბრენდმა 1980-იანი წლების დიზაინით.

აღსანიშნავია, რომ, ამ შემთხვევაში, დომინანტი ფერი მწვანე, ასევე თეთრი, წითელი და ლურჯია. შემთხვევითი არც ეს არის – ამერიკის დროშის ფერები, ბრენდმა, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით შეარჩია, რომელიც სერიალის მესამე სეზონის გამოსვლის დღეს, 4 ივლისს აღინიშნება.

MasterChef-მა რა ჰქმნა?! – შოუ ახალი სტანდარტებითა და რეკორდული მაჩვენებლებით

ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის “პეტრე ოცხელი” პრეზენტაცია გაიმართა