in

Nike-მა და Fortnite-მა მეტავერსში თამაში ახალ დონეზე გადაიყვანეს

Nike გაერთიანდა Fortnite-თან, რათა ერთობლივი ძალებით გააგრძელოს ვირტუალურ სამყაროში განვითარება. თავისი ახალი მეტავერსიული გამოცდილებით “Airphoria”, რომელიც Fortnite-ში 27 ივნისამდეა ხელმისაწვდომი, Nike იმედოვნებს, რომ Air Max-ის ფეხსაცმელების გულშემატკივრებთან გააღრმავებს ურთიერთობა. გემიფიკაციას ბრენდი მეტავერსში უფრო აქტიურად ჩასართავად იყენებს.

თამაშის იდეა მარტივია. ეს არის „ნადირობა სპორტულ ფეხსაცმელებზე“, სადაც მოთამაშეები გადაადგილდებიან Air Max-ის დიზაინით შთაგონებულ ვირტუალურ სამყაროში. ხუთი Air Max მოდელი – Air Max 1 OG, Air Max 97, Air Max TW, Air Max Scorpion და Air Max Pulse – არის წარმოდგენილი ვირტუალურ სამყაროში. თითოეული Air Max Grail წარმოადგენს საკვანძო მომენტს ფეხსაცმლის ისტორიაში. ეს მცურავი სპორტული მოდელები მიმოფანტულუა მთელ ქალაქში. მოთამაშეების მისიაა დააბრუნონ ფეხსაცმელებ ჰაერში.

მთავარი მიზანია Nike-ის მომხმარებლების ცხოვრების ციფრული და ფიზიკური ასპექტების გადალახვა. ესაა საშუალება, რომ ბრენდმა გულშემატკივრებთან უფრო ახლო კონტაქტი დაამყაროს და კულტურისა და სპორტის სიყვარული გააძლიეროს.

გეიმინგ გამოცდილების გარდა, Nike ავრცელებს ფიზიკურ კოლექციასაც, რომელიც მოიცავს Nike Air Max x Airphoria-ს ბრენდირებულ პროდუქციას. Fortnite-ის მოთამაშეებს შეუძლიათ შეიძინონ Airphoria-ის პერსონაჟებზე (Airie და Maxxed Out Max) გამოფენილი სამოსი Fortnite Item Shop-ში.

პროექტი ეფუძნება Nike-ის ისტორიას Epic Games-თან ერთად. 2019 წელს Nike-მა გამოუშვა Air Jordan-ის ვირტუალური კოსტიუმები Fortnite-ში, რომელიც მოიცავდა Nike Air Jordan 1s-ს მოდელს. მომდევნო წელს, ორმა კომპანიამ წარმოადგინა Travis Scott’s Air Jordan 6s, როგორც თამაშის შიდა სკინი.

საინტერესოა Nike-ის სტრატეგია მეტავერსსა და Web3-ში. 2021 წლის დეკემბერში Nike-მა შეიძინა ციფრული დიზაინის სტუდია Rtfkt. 2022 წლის ნოემბერში, ბრენდმა წარადგინა Dot Swoosh, მისი Web3 პლატფორმა და ეკოსისტემა, რომელიც შექმნილია ტრადიციული ბრენდის მოყვარულებისთვის. ამ თვის დასაწყისში, პირველი ციფრული სპორტული ფეხსაცმელი NFT-ის დაახლოებით 90% გაყიდა 106,453-დან (თითოეუ-ლი $19,82). ბრენდმა ასევე წამოიწყო ახალი პარტნიორობა სპორტული ვიდეოთამაშების მწარმოებელ EA Sports-თან, რომელიც მოიცავს Nike-ის ვირტუალურ პროდუქტს.

წყარო: voguebusiness

დაზღვეულზე მჯდარხარ? – თიბისი დაზღვევის ახალი კამპანია

როგორ მოწმდება სამშენებლო მასალების მაღალი ხარისხი?