in

“ჯიბის ბოტასები” ნაიკისაგან

Nike Free Hyperfeel კოლექცია “Nature Amplified”-ის ახალი ნაწილია. მისი დამზადება სპორტსმენების შენიშვნების, მეცნიერული გათვლის და მოძრაობის მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა.

სპეციალური აპარატების საშუალებით მათ გათვალეს ადამიანის ფეხის ის მონაკვეთები, რომლებიც სირბილის დროს ამორტიზაციაზე და მიჭიდულობაზე აქვთ დატვირთვა. ამის შემდეგ ბოტასის მოდელი დაამზადეს, რომელმაც რამოდენიმე ტესტირება წარმატებით გაიარა.

ბოტასი ისეთი მასალისგან არის დამზადებული, რომ მისი დაკეცვა და ჯიბეში მოთავსებაც შეგიძლიათ. ის მთლიანად იმეორებს იმ მოძრაბას, რასაც თქვენი ფეხი აკეთებს და სიარულის დროს ბოტასის გამო არანაირი დისკომფორტი არ იქმნება.

Nike Free Hyperfeel-ის ყიდვა 175 დოლარად ამერიკაში, დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაშია შესაძლებელი.

http://youtu.be/HU_tqJAto5o

 

 

ფეხბურთის “ვირტუალური ქომაგები”

მერსედესის სილუეტი