Nike-მა ორშაბათს თავისი ახალი პროდუქტი წარადგინა – ფეხსაცმელი, რომლის ჩაცმასაც ერთი ხელით ან ხელების დახმარების გარეშეც მოახერხებთ, რაც ძალიან კომფორტულია სხვადასხვა სიტუაციაში – მაგალითად, როდესაც ხელები დაკავებული გაქვთ და არ გინდათ, ფეხსაცმლის ჩასაცმელად ან გასახდელად ყველა ნივთი განზე გადადოთ.
“Nike Go FlyEase-ის საშუალებით, მე უბრალოდ ფეხები უნდა ჩავყო მასში და გადავხტე. ფეხსაცმელი ახალი ტიპის ტექნოლოგიაა, რომელიც არა მხოლოდ სპორტსმენებზეა მორგებული, არამედ ყოველი ჩვენგანის რეალურ ცხოვრებაზე” – ამბობს იტალიელი პარაოლიმპიური ოქროს მედლების მქონე მეფარიკევაე, ბებე ვიო.