in

Nike „გრინჩის ფეხსაცმელებს“ უშვებს

Nike-ის ზამბარებიანი ხუმრობა, ალბათ, გახსოვთ, ახლა კი ბრენდი ქუჩის ტანსაცმლის ეტიკეტის Cactus Plant Flea Market (CPFM)-ის მიერ შექმნილ გრინჩის ფეხსაცმელებს წარმოგვიდგენს, ოღონდ ხუმრობების გარეშე… ხოლო, თუ ახალ წელს სხვისი განწყობის გაფუჭება გიყვართ, ეს ფეხსაცმელებიც შეგიძლიათ დაიხმაროთ…

თუმცა სახელი ჯერ ზუსტად მაინც არ არის ცნობილი, მას ან გრინჩი, ან “Overgrown” Dunk Lows დაერქმევა. 

ფეხსაცმლის ძირები ბრჭყვიალა ვერცხლისფრითა და ტალახის იმიტაციით არის დაფარული, ზემოდან კი მას გრინჩის ბალახისფერი საფარი აქვს. ძირები Nike-ის ეკოლოგიურად სუფთა Grind Rubber მასალისგან არის დამზადებული, რომელიც პოსტინდუსტრიულ რეზინს იყენებს. ამასთან, სპორტული ფეხსაცმლის ქუსლებზე CPFM-ის Yin Yang-ის სიმბოლოს, ხოლო წინა ნაწილზე Nike-სა და CPFM-ის ბრენდებს ამოიკითხავთ. 

ვარაუდობენ, რომ გრინჩის ფეხსაცმელების გაყიდვა ახალი წელს ან Halloween-ის დროს დაიწყება. თქვენ კი მანამდე მოიფიქრეთ, ვისი განწყობის გაფუჭებას აპირებთ, თუმცა აქვე, მათი განწყობის გაუმჯობესების რისკიც არსებობს…

როგორ უნდა გააღვიძოთ სამსახურში ერთიანობის გრძნობა?

როგორია Disney+-ისა და Netflix-ის გეგმები ბავშვებისთვის განკუთვნილი რეკლამებისთვის?