in

Nike სპორტსმენებს რთულ წელს უსურვებს — 2025 მამბას წელია!

BOG
BOG

ბედნიერი ახალი წელიო, ალბათ, უკვე ბევრჯერ უთქვამთ თქვენთვის, თუმცა ნაიკმა სხვა გზა არჩია — სპორტსმენებს მიმართავს, მაგრამ ჩვენთვის ნაცნობი სურვილებიდან არცერთს ეუბნება. პირიქით, მოუწოდებს მათ, ყველაზე რთული გზა აირჩიონ, რადგან ეს გველის კი არა, მამბას წელია… ამგვარად, Nike სპორტსმენებს გამოწვევის წინაშე აყენებს, აირჩიონ დაბრკოლებებით სავსე გზები, რათა აისრულონ თავიანთი ოცნებები სპორტსა თუ ცხოვრებაში. გაჰყვნენ კობი ბრაიანტის ლეგენდარულ ე. წ. მამბას მენტალობას, რაც უკეთესისკენ სწრაფვას მოიაზრებს, სიმტკიცესა და მსხვერპლს მოითხოვს.

BOG

სპორტსმენებს კარგ ახალ წელს არ ვუსურვებთ, არამედ ვიწვევთ მათ, ჰქონდეთ რთული წელი, რათა დაუმტკიცონ საკუთარ თავს, რომ შეუძლიათ Mamba Mentality-ის ერთგულება თავიანთი მიზნების მისაღწევად….

მამბას წლის დადგომა ნაიკმა, რეკლამასთან ერთად, სპეციალური კოლექციით აღნიშნა, ამიტომ ქვემოთ მათგან რამდენიმეს გაჩვენებთ:

 

 

რომელი სამუშაო პოზიციები ჩანაცვლდება ყველაზე სწრაფად, World Economic Forum-ის მიხედვით

როგორი იყო 70-იანი წლების ტრენდები ტიპოგრაფიაში