in

აი, ასე გამოიყურება Nike-ის ხუმრობა

შესაძლოა, ერთი შეხედვით ვერ ამოიცნოთ, მაგრამ სურათზე  დიზაინერ UV-Zhu-ს გასაბერი ფეხსაცმელია ასახული და ის ნამდვილად ხუმრობს…

UV-Zhu-ს Nike-ის კონცეპტუალური სერიები ძირითადად გასაბერი სტრუქტურებია, რომლებიც ყოველდღიური ნივთების შერწყმით მიიღეს. შესაკრავები სილიკონისა და ქაღალდის ლენტებისგან არის დამზადებული. ძირებზე კი ზამბარებია დამაგრებული, რათა მის მფლობელს სიარულისას ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა არ მოუწიოს. ხოლო იმისათვის, რომ მისი „ტარება“ მეტად კომფორტულიც გახდეს, პატარა ბალიშები, ე. წ. სპონჟები და რბილი ქსოვილები აქვს დამაგრებული. 

ეს AIR კოლექციის ნაწილია და სახელსაც ზუსტად შეეფერება, იგი სწორედ ჰაერით არის გაბერილი. დიახ, მოხმარებისას საკმაოდ მალე გასკდება ან დაიჩუტება და ამას დიზაინერიც ადასტურებს. მიზანი კი მხოლოდ ფორმის მხატვრული გამოკვლევა იყო. ხელოვნების სახელით მათ სახალისო რამ შექმნეს. გამოდის, UV-Zhu-ს კონცეპტუალური ფეხსაცმელი მოდის სამყაროს უბრალოდ მხიარულ, უცნაურ და გაბერილ ელემენტებს უმატებს და არა იმას, რასაც ყველა გვთავაზობს…

რას აღნიშნავს „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ალტერნატიული საგზაო ნიშნები?

რას ნიშნავს საქართველოს ბანკის აქცია: საინვესტიციო ანგარიშის მართვის საკომისიო − 0$?