თავდაპირველად, Nike-მა სპორტული ფეხსაცმლის წარმოება მორბენლებისთვის დაიწყო და სხვადასხვა კამპანიაში უამრავი ათლეტიც ჩართო. თუმცა, კომფორტული ბოტასი ხომ მათაც შეიძლება ეცვათ, ვისაც სირბილთან პრეტენზია აქვს? ილანა გლეიზერი, რომელსაც ამერიკული სითკომიდან Broad City ვიცნობთ, ვიდეორგოლების მთავარი გმირია და სახალისო რეპლიკებით გამოხატავს თავის მოსაზრებას, სირბილის შესახებ. კამპანიის იდეა პორტლენდში არსებული სააგენტოს დამფუძნებლებს, მეგსა და შეიმუსს მოუვიდათ. მეგს სენკი და შეიმუს ითონი სარეკლამო ინდუსტრიის ვეტერანები არიან, რომლებიც თანამშრომლობდნენ Wieden + Kennedy-სთან, Nike-თან და Saatchi & Saatchi X-თან.
https://www.youtube.com/watch?v=gSy5CDAQMhM
https://www.youtube.com/watch?v=h4bGN-4kRJo