in

Nike-ის პირველ Just Do It-ის რეკლამაში 80 წლის მორბენალს ვხედავთ

BOG
BOG

ბოლო დროს Nike-ისგან არაერთი საოცარი კამპანია ვიხილეთ, თუმცა ხანდახან იმის გახსენებაც გვჭირდება, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი. Nike-ის Just Do It-ის პირველ კამპანიაზე უნდა გესაუბროთ, რომელმაც სარეკლამო ინდუსტრია სრულად გარდაქმნა… 

იმის ნაცვლად, რომ სპორტსმენები და სანახაობრივი მოძრაობები ეჩვენებინათ, Nike-მა და სარეკლამო სააგენტო Wieden+Kennedy-მ სულ სხვა გზით გადაწყვიტეს სვლა — ფილმის მთავარი გმირისთვის უჩვეულო არჩევანი გააკეთეს, 80 წლის უოლტ სტაკს ვხედავთ, მარათონის მორბენალს, რომელმაც Golden Gate Bridge უნდა გადაკვეთოს თავისი ყოველდღიური ვარჯიშის დროს: 

ეს კი იმაზე მიანიშნებდა, რომ Just Do It მხოლოდ ელიტარული სპორტსმენებისთვის კი არა, ყველასთვის იყო…

მოდით, აქვე Just Do It-ის ისტორიასაც შევეხოთ, რომელიც ასევე საკმაოდ უჩვეულოა —  Wieden+Kennedy-ის თანადამფუძნებელმა დენ ვიდენმა მკვლელის გარი გილმორისგან აიღო, რომელმაც სიკვდილით დასჯამდე თქვა — Let’s do it. ვიდენმა კი იგი კიდევ უფრო მარტივ, მამოტივირებელ სლოგანად გადააკეთა, რომელიც დღემდე აგრძელებს მილიონობით ადამიანის შთაგონებას…

ძველი ბათუმის ისტორია გრძელდება – NEXT DOWNTOWN

სელფი Ad Black Sea-ს პარტნიორია