Nike კობი ბრაიანტის მემკვიდრეობასა და თავის შვილ ჯიჯი ბრაინტთან არსებულ განსაკუთრებულ კავშირს მიაგებს პატივს… შემოდგომისთვის კი ორ ახალ კოლექციას გვპირდებიან. თუმცა ჯერ სრულიად თეთრ Nike Kobe 9 Elite Protro ბოტასს გამოუშვებენ, რითაც გასული წლის Halo-ს თემატიკას გააგრძელებენ:
ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა Nike Kobe 9 Elite გამოვა Protro-ს რეტრო ფორმაში. თითქმის სულ თეთრია რამდენიმე შავი დეტალით, რათა კონტრასტი შემოგვთავაზოს. თუ ერთი პრიალა ლოგოს მოიცავს და ტონები კობის ლოგოშიც მეორდება, მეორე Kobe 9 Elite Low Protro, თითქოს, ლურჯ ტონებში გარდამავალ ფერებს გვთავაზობს.
Nike-ის ახალი სპორტული ფეხსაცმელებიდან Kobe 9 Elite Protro Halo 23 აგვისტოს, კობის 46 წლის იუბილესთვის გამოვა, ფასი კი 240$ იქნება. ხოლო Kobe 9 Elite Low Protro Halo 19 სექტემბერს გამოჩნდება თაროებზე. რაც შეეხება ფასს, 210 დოლარამდე შემცირდება.
საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ივნისში Nike-მა Girl Dad-ის ბოტასი შემოგვთავაზა, რომელიც კობისა და ჯიჯის უნიკალურ კავშირს მიაგებდა პატივს. ახალი გამოშვებაც სწორედ ამ განსაკუთრებულ ურთიერთობას ეძღვნება. Girl Dad მწვანე ფერშია, შავი თასმებითა და კობის ხელმოწერით.
„ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი Girl Dad-ისთვის. მამის დღეს Kobe 4 Protro-ს Girl Dad-ით კობის სიყვარულს ვიზეიმებთ ჩვენი ქალიშვილებისადმი“, — წერს ვანესა ბრაიანტი ინსტაგრამზე.
Nike სპორტული ფეხსაცმლის პრემიუმ მასალებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც დიზაინს განსაკუთრებულ ელეგანტურობას მატებს. თუმცა ეს უბრალო ფეხსაცმელზე მეტია, გულწრფელ სიყვარულს ასახავს ოჯახისა და მემკვიდრეობის მიმართ. ხოლო გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, კობი არასდროს დაივიწყონ…