გასულ წელს, მცირე პაუზის შემდეგ, Nike-მა და კობი ბრაიანტის ოჯახმა თანამშრომლობა განაახლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდი სუპერ ვარსკვლავის სპორტული ფეხსაცმელების ხაზს კვლავ შემოგვთავაზებს. ახალი კოლექცია „კობის დღის“ წინ, ანუ 23 აგვისტოს ჩაეშვება. შეთავაზებები კი ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს მოიცავს.
როგორც ამბობენ, გულშემატკივრები წელს კიდევ რამდენიმე სიახლეს უნდა ელოდონ — Nike Kobe 8-ის, ბრაიანტის ხელმოწერის მქონე ფეხსაცმლის დებიუტი შედგება და Nike Kobe 6-ის განსაკუთრებული Reverse Grinch ფერი შობისთვის გამოვა.
კალათბურთელის გამორჩეული მნიშვნელობის გამო ბრენდისგან კობი ბრაიანტის ხაზის დაბრუნება არც უნდა გაგვიკვირდეს. თანაც მარკეტერებს ერთი საინტერესო მინიშნება ჰქონდათ — ბრაიანტის მაისური, რომელიც მას ადრეულ ასაკში ეცვა, 2.7 მილიონად გაიყიდა…












