in

Nike-მ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე 4 წლით დაიმეგობრა!

Nike-ს ოფიციალური პარტნიორის, კომპანია Athlete Performance Solutions-ს დახმარებით, ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს ძალოსნობაში, ლაშა ტალახაძეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში შემოსავს სპორტული ამუნიციის მწარმოებელი გიგანტი Nike. ლაშასთან კონტრაქტში ასევე შეტანილია ფინანსური ბონუსის პუნქტი, რომელიც ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური თამაშების მოგების შემთხვევაში ამოქმედდება. ლაშამ ახალ ამუნიციაში ფოტოსესია “გალერეა იტალიანაში” ჩაატარა. 

ლაშა ტალახაძე: “მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ცდილობს ხელი შემიწყოს კარგი შედეგის დაფიქსირებაში, წინსვლაში. Nike არის ხარისხი და იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული იქნება. მადლობას ვუხდი კომპანია Athlete Performance Solutions-ს ყურადღებისთვის. ამ კომპანიაში პროფესიონალები მუშაობენ.”

უახლოეს მომავალში, Nike-ს ოჯახის წევრი და Athlete Performance Solutions-ის მეგობარი გახდება საქართველოს ძალოსანთა ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე. წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია.

#გახდიმოგზაური – გზამკვლევი ვიკა ბუკიასთან ერთად!

პიტერ დინკლიჯის დამაბნეველი კითხვები Cisco-ს ვიდეორგოლში