Nike-მა სულ ახლახან გაგვაცნო LeBron TR1 — როგორც ამბობენ, ისტორიაში პირველი სავარჯიშო ფეხსაცმელი, რომელიც სპეციალურად NBA-ის ვარსკვლავის ლებრონ ჯეიმსისთვისაა შექმნილი. ამგვარად, TR1 წარმატებული ათლეტების მომდევნო თაობისთვის მოიაზრება.
„TR1 იმ სპორტსმენებისთვისაა, რომლებიც სიდიადისკენ ისწრაფვიან და ამაში უდიდეს შრომას დებენ. ვარჯიში ჩემი მოგზაურობის უდიდესი ნაწილია და ეს ფეხსაცმელიც სპორტსმენებისთვისაა, რომლებიც მას ნებისმიერი ვარჯიშის დროს, ნებისმიერ დროსა და ადგილზე გამოიყენებენ“, — აცხადებს ჯეიმსი.
ფეხსაცმლის დიზაინში მოქნილობასა და სტაბილურობაზე აკეთებენ აქცენტს, ამასთან, სიმსუბუქის შენარჩუნებასაც ახერხებს. ერთი ფენაც მოაშორეს, რათა სპორტსმენებს უფრო მეტად შეძლებოდათ ფეხსაცმლის შეგრძნება. Nike-ის Sports Research Lab-ის წყალობით კი, იგი ნებისმიერ ზედაპირზე ძალიან კარგად მუშაობს.
რაღა თქმა უნდა, TR1-ის დიზაინში მთავარი კომფორტის უზრუნველყოფა იყო. ამიტომ, ინტენსიური ვარჯიშის დროს ფეხის ბუნებრივი შეშუპების ფაქტიც გაითვალისწინეს და იგი განიერი დიზაინით შემოგვთავაზეს, ხოლო მყარი შუა ნაწილი ფეხსაცმლის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
LeBron TR1 19 სექტემბრიდან Nike-ის ვებგვერდიდან გაიყიდება.