8
Jan
2020

Nike და “ლივერპული” დაძმობილდნენ…

8 Jan 2020

საფეხბურთო კლუბმა “ლივერპულმა” ბრენდ Nike-თან მრავალწლიანი პარტნიორობის შესახებ განაცხადა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფიცვერცხლის მირთმევის შემდეგ, 2020-21 წლის სეზონიდან მოყოლებული, “ლივერპულის” საფეხბურთო ეკიპირებას Nike უზრუნველყოფს. 2020 წლის 1-ლი ივნისიდან მოყოლებული, Nike უზრუნველყოფს კლუბის ქალთა, მამაკაცთა და აკადემიური ნაკრების, ფონდისა და ტრენერების ჩაცმულობას. შეთანხმების თანახმად, “ნაიკი” საფეხბურთო კლუბს, ყოველწლიურად, $39.5 მლნ ღირებულების სპორტულ ინვენტარს დაუმზადებს. Nike-მდე, “ლივერპულს” პარტნიორობას New Balance უწევდა.

ამ პარტნიორობის პარალელურად, “ლუვერპული” ახალ ულტრათანამედროვე სავარჯიშო კომპლექსში გადასასვლელად ემზადება. ბრენდის წარმომადგენლების განცხადებით, ესაა ინვესტიცია, რომელიც ადგილობრივი კომუნის სპორტულ აღჭურვილობას უზრუნვეყოფს. “ნაიკი” თანამშრომლობას ოპტიმისტურად განიხილავს და მიიჩნევს, რომ ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს გლობალურ ფეხბურთში ბრენდის ლიდერობას.

განხილვა