in

როგორ შეიქმნა Nike-ის ლოგო?

Nike-ის სიმბოლო ლოგოების იმ რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც მომხმარებლები, ყოველგვარი წარწერის გარეშე, მაშინვე ცნობენ. ახლა, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ყველაზე ცნობილი ლოგოს ფორმასა და ეფექტურობაში, თავდაპირველად, ბრენდის შემქმნელს, ფილ ნაითს ეჭვი ეპარებოდა. მაინც, როგორ შეიქმნა ის?

1971 წელს, ფილ ნაითი საკუთარი კომპანია Blue Ribbon Sports, Inc.-ის გარდა, მოკრძალებული შემოსავლის შესავსებად, პორტლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა და ბუღალტრულ აღრიცხვას ასწავლიდა. სწორედ, იქ გაიცნო გრაფიკული დიზაინის სტუდენტი კაროლინ დევიდსონი, რომელიც დერეფანში იჯდა და ხატავდა. ნაითმა კაროლინს, საათში ორიოდე დოლარის სანაცვლოდ, თავისი პატარა კომპანიისთვის ჩარტის დიზაინის შექმნა სთხოვა. დევიდსონს, ხატვის კურსზე მოსახვედრად, დამატებითი შემოსავალი სჭირდებოდა, ამიტომაც დათანხმდა ნაითის შემოთავაზებას, მასთან ემუშავა ფეხსაცმლის კომპანიაში.

ერთხელ, ნაითს საკუთარი სპორტული ფეხსაცმლის ბრენდის შექმნა მოუვიდა აზრად. მან დევიდსონს სთხოვა შეექმნა გამოსახულება, რომელიც ფეხსაცმლის გვერდითა მხარეს დაიბეჭდებოდა და ბრენდის სიმბოლო იქნებოდა. კაროლინმა Nike-ის ცნობილი სიმბოლო შექმნა, რომელიც მოძრაობასა და სიჩქარეს აღნიშნავდა. სიმბოლო ფრთასაც მოგაგონებთ და ბრენდის დასახელებაზე მარტივად მიუთითებს. ნაითს ლოგო არ მოეწონა, თუმცა, ფეხსაცმლის ხაზი მაინც მისი გამოსახულებით გამოუშვა.

დავიდსონის თქმით, ლოგოს შექმნისთვის 17.5 საათის გასამრჯელო მიიღო, რაც 35 დოლარს შეადგენდა. კაროლინს შრომა მაშინვე ვერ დაუფასდა. ის ჩვეულებრივად განაგრძობდა Nike-ის ბროშურების, პოსტერების თუ კატალოგების დიზაინზე მუშაობას. თუმცა, მოგვიანებით, მის საპატივცემულოდ სპეციალური წვეულება მოეწყო და დიზაინერს ამ დამსახურებისთვის 1 მლნ დოლარის აქციები. ასევე, სიმბოლურად, გადაეცა ბრილიანტით მორთული ოქროს ბეჭედი, რომელზეც მის მიერვე შექმნილი ბრენდის სიმბოლო იყო ამოტვიფრული.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

ლევან ქათამაძე, პროექტით Ninshū ალბომს „Eri Madlieri” აქვეყნებს

ჭიქა ღვინო და ერთი ამბავი – დიდი ადამიანები და მათი ისტორიები „თბილღვინოს“ ახალ პროექტში