Nike-ის Jordan-ის ბრენდი პარიზულ კალათბურთის კულტურას ზეიმობს და ამ მიზნით ფილმის ოთხ სერიასაც უშვებს. იგი არც სხვა სპორტული ტანსაცმლის რეკლამებს ჰგავს და სიურრეალისტური სტილით უფრო მეტად ინდის მოკლემეტრაჟიან ფილმს მოგაგონებთ.
კამპანიაში „სიყვარული, პარიზი“ Jordan-ის ელჩები მონაწილეობენ. ელიას კონატე დაზსა და ლაურა კეჩიჩიანს სხვადასხვა სიურრეალისტურ სცენარში ვხედავთ. ერთ-ერთ რეკლამაში თქვენს ყურადღებას მაღალსართულიან კორპუსზე მოთავსებული კალათი მიიპყრობს, რომელშიც კეჩინიანი ბურთის ჩაგდებას ცდილობს, ხოლო მეორეში დაზი ტახტზე წევს, მისი ოთახი კი მოულოდნელად კალათბურთელებით ივსება…
საინტერესოა ისიც, რომ “Love, Paris”-ის კამპანიაზე ნიკოლა დორინგის ხელმძღვანელობით Frosty-ის სააგენტომ იმუშავა.