in

“Nike Mag” -ინოვაციური, მომავლის ფეხსაცმელი

“Nike”-მა შეპირებული სიახლე განახორციელა და ფილმ “Back to Future 2”-ის ფეხსაცმელი “Nike Mag” გამოუშვა.

BOG
BOG

“Nike Mag” ბევრისთვის სასიამოვნო სიახლის მატარებელია – მისი თასმები ავტომატურად იკვრება და მფლობელის ფეხს ერგება. თასმების სისტემა ფეხის პატარა მოძრაობაზეც რეაგირებს და სიარულს უფრო კომფორტულს ხდის. “Nike Mag” ამ დროისთვის შეზღუდული რაოდენობით და ისიც მხოლოდ აუქციონზე გაიყიდება. პირველი გაყიდვებიდან შემოსული თანხა მაიკლ ჯეი ფოქსის სახელობის პარკინსონით დაავადებულთა ფონდს გადაეცემა.

ინოვაციური ფეხსაცმლის ტესტირება პროცესშია და მალე მსხვილ წარმოებაშიც ჩაეშვება. ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გამოიყურება “Back to future 2”-ის ფეხსაცმელი, ხოლო ქვემოთ მოცემულია “Nike Mag”-ის ფოტო.

2015-Nike-Mag-GIF1_large

nike-airmag

 

“Lenovo YOGA 900” და ჰიპსტერის ულვაშს საერთო შესაძლებლობები გამოუჩნდათ

ვიზაჟის საოცრება – იაპონური ვირუსული რეკლამა