in

„ნაიკი“ ოფისებს კეტავს და თანამშრომლებს მენტალური გაჯანსაღებისთვის დასვენებას ჩუქნის

„გვსურს, სამუშაო გარემო უფრო ჯანსაღი და სასიამოვნო გახდეს, ჩვენი კომაპნიის ყველა თანამშრომელი ბედნიერი და პოზიტიური უნდა იყოს“.

Sporti
Sporti

„ნაიკიმ“ თანამშრომლებს სიურპრიზი მოუწყო და მოულოდნელი არდადეგები გამოუცხადა, შესაბამისად, გრაფიკის მიხედვით, გარკვეული სათავო ოფისები დაიკეტება, თანამშრომლებს კი მენტალური და სულიერი გაჯანსაღებისთვის მეტი დასვენების საშუალება მიეცემათ.

შვებულებების ახლებური სტანდარტის დანერგვის შემდეგ, ეს „ნაიკისგან“ მორიგი ინოვაციაა. ფადაწყვეტილება სხვადასხვა კვლევას დაეყრდნო, რომლის მიხედვითითაც დგინდება, რომ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით დაღლას გრძნობენ, შესაბამის რელაქსაციას ვერ ახდენენ, ნაკლებად პროდუქტიულები, დეპრესიულები და ტოქსიკურებიც კი ხდებიან, შესაბამისად, კომპანიამ მსგავსი სიახლის დანერგვით ახალი სიტყვა თქვა. ბრენდში ფიქრობენ, რომ მათს წამოწყებას მალე სხვა დიდი კომპანიებიც შეუერთდებიან.

„ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, გვსურს, სამუშაო გარემო უფრო ჯანსაღი და სასიამოვნო გახდეს, ჩვენი კომაპნიის ყველა თანამშრომელი ბედნიერი და პოზიტიური უნდა იყოს. მათ შეუძლიათ, საკუთარი შრომით საოცარი პროდუქტი შექმნან, შემდეგ კი შესაბამისად დაისვენონ და განიტვირთონ, რათა სამუშაო ადგილებს კვლავ ახალი მოტივაციითა და შემართებით დაუბრუნდნენ“, – ამბობს „ნაიკის“ ერთ-ერთი მენეჯერი, მატ მარაცო.

დრეზდენის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების კვლევის მიხედვით, ადამიანი, რომელიც სტრესულ სიტუაციაში მუშაობს და დასვენებისკენ მიისწრაფვის, ამ შედეგის მისაღწევად ყველა ხერხს ცდის, შესაბამისად, თუ ის ამ სიურპრიზს დამსაქმებლისგან მიიღებს, მისი მოტივაცია და საქმისადმი მიდგომის ხარისხი გონებაშივე რამდენჯერმე გაიზრდება და ორივე მხარისთვის პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს.

„ნაიკის“ ინიციატივის შედეგად, თანამშრომლების პირველი ნაკადი ამ წუთებშიც კი დასვენების დღეებს, სავარაუდოდ, მხიარულად და სასიამოვნოდ ატარებენ. კომპანია კომფორტული სადაზღვევო პაკეტებისა და შვებულებების გაზრდის გარდა, უნიკალურ მოდელზე მუშაობს, რომლის პრეზენტაცია „ნაიკის“ სათავო ოფისში შემოდგომის მიწურულს უნდა შედგეს.


როგორ გამოვიყენოთ დიზაინ ფიქრი ბიზნესში? – ერეკლე ინაშვილის კურსი თიბისის ბიზნეს კლუბის წევრებისთვის

რატომ უგულებელყოფთ მოლაპარაკების შესაძლებლობას?