თავგადასავლების მაძიებლებისა და ლაშქრობის მოყვარულებისთვის Nike-ს სამმაგი შეთავაზება აქვს: ქურთუკი წვიმისთვის, მზისგან დამცავი საშუალება და კარავი თავშესაფრისთვის. თუმცა ეს ყოველივე ცალკეულ ნივთებად კი არ წარმოადგინა, არამედ ერთ სამოსად — Cue Nike ISPA NRG Metamorph Poncho.
ეს უკანასკნელი დამზადებულია მსუბუქი, წყალგაუმტარი ნეილონისგან, რაც მას კომფორტულ და პრაქტიკულ პროდუქტად აქცევს. დიდი ზომის დიზაინი საშუალებას იძლევა, სამოსი წვიმისგან მყისიერ დამცავად იქცეს, შემდეგ კი — სათანადო ტევადობის კარვად. ჭკვიანური დიზაინი მოიცავს სავენტილაციო საფარსაც, რაც მოცულობითი ჩანთის როლს ითავსებს.
იმის გათვალისწინებით, რომ Nike-მა მრავალფუნქციური პროდუქტი შექმნა, მისი ფასი ამჯერად $620-ს აღწევს.