Meta (Facebook) და Microsoft ერთადერთი გამონაკლისები არ არიან, რომლებიც მეტავერსიზე გადადიან… გუშინ Nike-მა Roblox-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა — შედეგად, უფასო ვირტუალურ სათამაშო სივრცეს, Nikeland-ს მივიღებთ. იგი ყველასათვის ცნობილ თამაშში იქნება ჩაინტეგრირებული
ამჟამინდელ ვერსიაში Nikeland მოიცავს მინითამაშებს, როგორიცაა დოჯბოლი, ტეგები და სხვ. მოთამაშეებს შეუძლიათ, მეგობრებთან ერთად ვირტუალურ რეჟიმში ითამაშონ. ხოლო მობილური ინტეგრაცია საშუალებას გაძლევთ, თქვენი ტელეფონის რეალურ ცხოვრებაში განხორციელებული მოძრაობა თამაშის ქმედებად გამოიყენოთ. მაგალითად, შესაძლებელია გრძელი ნახტომებისა და ადგილიდან სწრაფი მოწყდომის განხორციელება. ცხადია, ასევე აქ არის ციფრული შოურუმი, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ, თავიანთი ავატარისთვის, Nike-ის პროდუქცია მიიღონ.
ეს მხოლოდ დასაწყისია… სამომავლოდ, თამაში უმასპინძლებს შეჯიბრებებს, რომლებიც საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს დაემთხვევა. მაგალითად, ფეხბურთის მატჩები შეიძლება, სწორედ მაშინ ჩატარდეს, როცა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება ყატარში.
გასაკვირი არ არის, რომ Nike Roblox-თან მეტავერსის ფარგლებში თანამშრომლობს. ყოველთვიურად 200 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებლით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში ბავშვებსა და მოზარდებში.