17
Jul
2019

Nike-ის საკულტო მოდელი “Moon Shoe” სოტბის აუქციონზე იყიდება 

17 Jul 2019

Nike-ის ბოტასები “Moon Shoe” სოტბის აუქციონზე იყიდება. მისი საწყისი ფასი $80 000-ია, თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბრენდის საკულტო სპორტული ფეხსაცმელი ორჯერ ძვირად, $160 000-ად გაიყიდება.

Photo Credit: CNBC

Nike-ის ისტორიისთვის, “Moon Shoe” ძალიან მნიშვნელოვანია. ის ბრენდის დამფუძნებელმა ბილ ბოუერმანმა მთვარეზე პირველი დაშვების [1969] პატივსაცემად, 1972 წელს შექმნა. მაშინ სულ 12 წყვილი “Moon Shoe” გამოვიდა. ეგზემპლარი, რომელიც სოტბის აუქციონზე იყიდება, აქამდე არავის სცმია.

CNBC-ის ინფორმაციით, აუქციონი, წინადადებების შეთავაზებისთვის, 23 ივლის იხურება. შემდეგ კი ცნობილი გახდება, ზუსტად რა ფასად გაიყიდა “Moon Shoe”.

განხილვა