in

Nike დიდი ოცნებების ასრულებისკენ გვიბიძგებს — ახალი კამპანია

BOG
BOG

ბავშვობის იმედებითა და ოცნებებით გონებაში თამაში ყოველთვის სასიამოვნო განცდებთანაა დაკავშირებული… თუმცა, ამის საპირისპიროდ, მათი განხორციელება საკმაოდ რთულია — წარმატებული ადამიანებიც კი ვერ ახერხებენ ხოლმე ისეთი ცხოვრების შექმნას, რომელიც სტაბილურ და სულიერ სრულყოფაზეა დაფუძნებული. ხოლო ჩვენში არსებული შინაგანი ბავშვებისთვის იმის თქმა, რომ პასუხისმგებლობების გამო იძულებულნი ვართ, მუდამ კონკრეტული და რაციონალური გადაწყვეტილებები მივიღოთ, ხშირად უკმაყოფილების განცდას გვიტოვებს.

ამასთან დაკავშირებით, Nike-მა Wieden+Kennedy Shanghai-თან თანამშრომლობით, ახალი კამპანია გამოუშვა, სახელწოდებით Never Done Dreaming Big. მასში ჩინეთის საუკეთესო და კაშკაშა სპორტსმენები მონაწილეობენ — თითოეული მათგანი თავის ბავშვობაში ბრუნდება და იხსენებს, როგორი იყო მათი ოცნებები წლების წინ… შემდეგ კი როგორ მიაღწიეს მიზნებს და პროფესიონალ სპორტსმენებად იქცნენ.

მთლიანობაში, ამ კამპანიით Nike შთაგვაგონებს, რომ რეალურ ოცნებებს უნდა მივდიოთ, ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად.

Wiggly AI — ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც შენი ცხოველის პირადი ასისტენტია

საფარის ახალი დასახლებისთვის წყალს ჰაერის ტექნოლოგიით მიიღებენ