მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობას გაუჭირდება წარმოდგენა, როგორი იქნება სამყარო 20 წლის შემდეგ, Nike წინ მიიწევს და უკვე ბრენდინგის 5 ათწლეულს გეგმავს.
კომპანიის წიგნში, სახელწოდებით No Finish Line, დიზაინის მთავარი ხელმძღვანელის, ჯონ ჰოუკის წინასიტყვაობა, ჟურნალისტი ჯეფ მანაუს სპეკულაციური მხატვრულ ჩანახატებს და მწერალ სემ გრაუს ესეებია მოცემული, რომლებიც ბრენდის დიზაინის ხუთ მთავარ ცვლილებას ეხება.

ამ ძირეული ცვლილებების გამოსათვლელად, სემ გრაუმ ათზე მეტ დიზაინერთან, მეცნიერთან, ინჟინერთან, მკვლევართან და Nike-ის ხელმძღვანელობასთან ჩაატარა ინტერვიუები. სწორედ ასე შეძლო სრულყოფილი ესეების დაწერა, რომლებიც მკითხველს უპრეცედენტო წარმოდგენას აწვდის შემოქმედებითი პროცესების შესახებ.
მთლიანობაში, Nike იმედოვნებს, რომ მკითხველებს კომპანიის დიზაინის მომავალს დაანახებს. ინსპირაციულ სიტყვებთან ერთად, წიგნის ვებგვერდებზე წარმოდგენილი იქნება ბრაულიო ამადოს ბრენდზე მორგებული ილუსტრაციები და და სინთეზირებული PWR სურათები, რომლებიც გაერთიანებულია გრაფიკული განლაგებისა და ვიზუალური კოლაჟების შესაქმნელად. ეს ყველაფერი კი კრეატიულობისა და ინოვაციის სტიმულირებისკენაა მიმართული.

„როდესაც ვამბობთ “There is no finish line”, ეს მომაბეზრებელი მითითება არაა გაუთავებელ რუტინასა და გამოცდილებაზე, რომელსაც კონკრეტული მიზანი არ გააჩნია. არამედ, ეს არის ჩვენი რწმენის გამოხატულება და სპორტისა და დიზაინის უსაზღვრო პოტენციალის მიმართ“, — წერს ჰოუკი.












