13
თებ
2018

ვერაფერი დაამარცხებს ლონდონელ ახალგაზრდებს – Nike-ის ვიდეორგოლი

13 თებ 2018

ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს ქუჩის სტადიონებსა და ჩვეულებრივ პატარა სპორტ დარბაზებში დგამენ, საკმაოდ დიდი შრომა სჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ, საჭირო ყურადღება მიიპყრონ და სამოყვარულო სპორტი პროფესიად აქციონ. Nike-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი სწორედ ახალგაზრდა ჩვეულებრივ ლონდონელებზეა, რომლებიც ცდილობენ ყოველდღიური ვარჯიშით, დიდ სპორტში ადგილი დაიმკვიდრონ. მთელი 3 წუთის განმავლობაში, სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელი სპორტსმენები ერთმანეთს სირთულეებში ეჯიბრებიან და სანახაობას კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდიან. Nike-ისთვის ვიდეო სააგენტო Wieden+Kennedy-მ მოამზადა.

BOG xelfasi

 

განხილვა