in

ძვირფასი ქვა, შავი ტურმალინი და „გამოღვიძება ცეკვაში“ – Nike-ის ოდა შავკანიან ქალებს

„შავ ტურმალინში ჩვენი ისტორიის ანარეკლს ვხედავ. ჩვენს სიძლიერეს. ხშირად ეს ქვა უარყოფილია მისი ფორმისა თუ ფერის გამო… ის ზუსტად ასახავს ჩვენს გამოცდილებებს და მოძრაობისკენ გვიბიძგებს. ჩვენსავით, შავი ტურმალინი თითოეულ დეტალში იდეალურია. ჩემთვის ყველა შავკანიანი ქალი ძვირფასი ქვაა. მაგრამ ჩვენი ძალის პოვნა მარტივი არ არის“.

„იმაზე, ვინც ვარ, მინდა, პასუხისმგებლობა მე მქონდეს“.

„გამოვაღვიძო ეს ხედვა საკუთარ თავში. ჩვენს თავში“.

„მინდა, მხედავდეთ, როგორც ძლიერ შავკანიან ქალს“.

„იცეკვეთ, რომ კავშირი დაამყაროთ ჩემთან, თუ უფრო მეტად, ჩემს ისტორიასთან. ჩვენს ისტორიასთან“.

ვიდეორგოლი, სახელწოდებით – „გამოღვიძება ცეკვაში: გამოცდილება მოძრაობაში“ საკომუნიკაციო სააგენტო AKQA-სა და საკონსულტაციო Think Eva-სთან თანამშრომლობით, აპლიკაციისთვის “Nike Training Club” შეიქმნა.

სიუჟეტში 6 სხვადასხვა ქორეოგრაფიული ხაზია, რომელიც წარმოგვიდგენს: დაბადებას, კავშირს, ფესვებს, დაცვას, აღიარებასა და გამოღვიძებას. Nike-ის თანახმად, ცეკვების ქრონოლოგია გადმოგვცემს, თუ როგორ უკავშირდება მოძრაობები წინაპრებსა და კულტურას – ბრეიქ დანსის, ჰიპ-ჰოპისა და ფანკის რიტმებზე.

კამპანიის ფარგლებში, ინტერაქტიული ელემენტიც შემოდის: აპლიკაციის საშუალებით, ვიდეორგოლზე წვდომისას, Nike–ის წევრებს ექსკლუზიური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. უფრო ზუსტად, ამ ცეკვების შემსრულებლები, მოკლე ვიდეოების სახით, ქორეოგრაფიულ საფეხურებს განმარტავენ იმისთვის, რომ ყველამ შეძლოს მათი მოძრაობების გამეორება.

პანდემიის დროს, ვყიდულობთ იმას, რაც ჩვენთვის ნაცნობია – Harvard Business Review

როცა შვილიშვილთან ჩახუტება არ შეგიძლია, ამისთვის მისი დათუნია არსებობს!