ჯერ OMEGA-მ აქცია პარიზის ღირსშესანიშნაობები სპორტულ მოედნად, ახლა კი ვიგებთ, რომ Nike-მა პომპიდუს ცენტრი „აიღო“. ოლიმპიადის დაწყების აღსანიშნად, Art of Victory-ის გამოფენა Nike Air-ის ისტორიას მიეძღვნება და მის გავლენას სპორტის სამყაროზე. თუმცა გამოფენასთან ერთად ბრენდი მუზეუმის ცნობილ ფასადს ტილოდ აქცევს, რომელიც უამრავ სპორტულ გამოცდილებას უმასპინძლებს. მათ შორის იქნება ვიდეოები და ანიმაციები, რომლებიც, თავის მხრივ, ცნობილ სპორტსმენებსა და მუზეუმის კედლებში შემონახულ შედევრებზე მოუყვება სტუმრებს.
Nike-ის ოფიციალური ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ ბმულს.