6
Jun
2019

Plus Size და პარასპორტსმენების მოდელები – Made by Nike

6 Jun 2019

Nike, მომხმარებელს, კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს – ეს არის კოლექცია სპორტსმენი ქალებისთვის, სპეციალურად Plus Size და პარასპორტსმენებისთვის შექმნილი მოდელები.

ახალი სამოსი უკვე წარმოდგენილია ლონდონში, ოქსფორდის ქუჩაზე მდებარე Nike-ის მაღაზიაში და ბუნებრივია, მის ვიტრინებში შესაბამისი მანეკენებიც გამოჩნდა.

კოლექციაში ყველაზე დიდი 3XL-ია. ბრენდმა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2017 წელს თავისივე შექმნილი პრეცედენტი, როდესაც ამ ზომის ტანსაცმელი პირველად წარადგინა.

მომხმარებელი ახალი კოლექციით კმაყოფილია. მათი თქმით, კომპანიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ლამაზი მხოლოდ გამხდარი ქალი არ არის.

 

განხილვა