in

Nike-ის ლოგო მე-17 საუკუნის ფერწერულ ტილოზე დააფიქსირეს

ხშირად ცნობილი ბრენდები მარკეტინგულ შთაგონებას წარსულში პოულობენ — ამის მაგალითია Nike-ის შემთხვევა, რომლის ფარგლებშიც მისი ლოგო 1652 წლის ფერწერული ტილოში გვხვდება.

საუბარია ჰოლანდიელი ოსტატის, ფერდინანდ ბოლის ერთ-ერთ საუკეთესო პორტრეტზე. კომპოზიცია 8 წლის ბიჭს ასახავს, რომელსაც ფარფლებიანი ქუდი ახურავს, ნაცრისფერი კოსტიუმი აცვია და შესაბამისი მოსასხამიც ამშვენებს. აქ თითქოს არაფერია უჩვეულო, გარდა ერთი დეტალისა — ბიჭის ფეხსაცმელს ბრენდის ლოგოს მსგავსი მონახაზი ახატია.

აღმოჩენა 57 წლის ქალს ეკუთვნის, რომელიც ქალიშვილთან ერთად ლონდონის ეროვნულ პორტრეტების გალერეას სტუმრობდა და ხალისით დააფიქსირა, რომ ბიჭს „ნაიკის ფეხსაცმელები ეცვა“.

ბრენდი 1964 წელს დაარსდა, 1971-ში კი თავისი საკულტო „Swoosh“ მიიღო — მიუხედავად იმისა, რომ ლოგო დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღირებულია, კომპანიამ მასში მხოლოდ $35 გადაიხადა. რა თქმა უნდა, მე-17 საუკუნის ადამიანის იდეა, რომელსაც ნაიკის ფეხსაცმელი აცვია, სასაცილოა… თუმცა შეიძლება მთავარ პერსონაჟის მოდის ტენდენციები მომავლის წარმოდგენებსაც ეფუძნებოდა და დროს უსწრებდა.

აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდა ფიგურა იდენტიფიცირებულია, როგორც ფრედერიკ სლუისკენი, მხატვრის მეუღლის ბიძაშვილი.

500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპი Bilimber, რომელიც სტუდენტებს გამოცდებისთვის მომზადებაში ეხმარება

ველოდოთ თუ არა Audi RS6-ის განახლებას 2024 წლისთვის?