ტექნოლოგიების წინსვლასთან ერთად, ნაიკიც აგრძელებს ინოვაციების შემოთავაზებას და სწორედ ამაზე მოწმობს უახლესი Project Amplify — აღიარებულია, როგორც მსოფლიოში პირველი ფეხსაცმლის სისტემა სირბილისა და სიარულისთვის, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ნაკლები ძალისხმევით უფრო სწრაფად იმოძრაონ.
პროექტზე ნაიკი ბიონიკური ფეხსაცმელებისა და ტანსაცმლის ბრენდ Dephy-სთან ერთად მუშაობს. შედეგად კი, აქსესუარი ქვედა კიდურებისა და კოჭის ბუნებრივ მოძრაობას აძლიერებს, რითაც ბოტასების ძრავას ემსგავსება… თავად Nike მოწყობილობას აღწერს, როგორც „წვივის კუნთების მეორე ნაკრებს“. ფორმით ფეხის სამაჯურს ჰგავს, მსუბუქი, მაგრამ მძლავრი ძრავა აქვს, სამაგრითა და დამუხტვადი ბატარეით. მთლიანი სისტემა მარტივად ინტეგრირდება სარბენ ფეხსაცმელთან, რომლის ტარებაც სამაგრითა და მის გარეშეც შეიძლება.

თუმცა ეს პროფესიონალი სპორტსმენებისთვის არ შეუქმნიათ, არამედ ამ გზით ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესება სურთ, იმ პირების, რომლებიც ნაიკის ფეხსაცმელებს ყოველდღიურად ატარებენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ბრენდისთვის არ არსებობს სპორტსმენის კონკრეტული მახასიათებლები, თუ სხეული გაქვთ, გამოდის, კლუბის წევრიც შეგიძლიათ, იყოთ. სწორედ ამიტომ გამოსცადა ნაიკმა ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე 400 სპორტსმენი.

„ელექტრო ველოსიპედების მსგავსად, რომლებმაც გადაადგილება გაგვიმარტივა და ურბანულ მგზავრობაში რევოლუცია მოახდინა, Nike ავითარებს Project Amplify-ს, რათა ძუნძული თუ სეირნობა მეტად მარტივი და სახალისო გახადოს…“.

ამ ეტაპისთვის Project Amplify ტესტირების ფაზაშია.











