in

მბაპე კონკურენტებს „ჯოჯოხეთს“ უწყობს — Nike-ის კამპანია უშიშარ ფეხბურთელებს გვაჩვენებს

ბოლო მოხსენების მიხედვით, Nike-ის 2025 წლის შემოსავლები წლიდან წლამდე 10%-ით მცირდება, ამ ფაქტს კი ბრენდი ახლა დიდი ცვლილებით პასუხობს — აქცენტი სრულად სპორტზე გადაიტანა. ახალი სტრატეგიის ფარგლებში განახლებული ბრენდის იდენტობაც შემოგვთავაზა კამპანიასთან ერთად, რომელიც ფეხბურთს ეძღვნება. Scary Good სწორედ იმ შემოქმედებითობასა და თამაშის უშიშარ სტილს აღნიშნავს, რომელიც სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს ასე ძალიან უყვართ. 

BOG

ამისთვის Wieden+Kennedy-ის სააგენტოს მიაკითხეს, რომელმაც კამპანიის ფარგლებში სულ 9 სერია შემოგვთავაზა, გაგვაცნო მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან, რომელთაც საოცარი სტილი გამოარჩევთ. მათ შორისაა Kylian Mbappé, Alexia Putellas, Ronaldinho Gaúcho, Giulia Gwinn, Erling Haaland, Kerolin, Sam Kerr, Cole Palmer, Salma Paralluelo და Vini Jr.

ინსპირაციისთვის კი ღამის სატელევიზიო პროგრამებს, მათ შორის საშინელებათა ფილმებს, ზრდასრულთა მულტფილმებსა და საინფორმაციო რეკლამებს მიმართეს. შედეგად კამპანია მოთამაშეებს ისეთ სპორტსმენებად წარმოაჩენს, რომლებიც მოწინააღმდეგეებისთვის „კოშმარად“ იქცევიან.

 

ზემოთ ნაჩვენები სერიის პირველი ნაწილი სინამდვილეში მომდევნო ცხრა ფილმის ანონსია, რომელიც მიგვანიშნებს, რას უნდა ველოდოთ ნაიკისგან მომავალში. ხოლო შემდგომი ორი ფილმი Free Psychic Readings with Alexia და Kyllian Instinct უკვე მთავარ როლებში პუტელასსა და მბაპეს გვაჩვენებს.

პუტელასი თითქოს მისნის როლს ირგებს და ჯადოსნური ბურთით წარდგება:

ხოლო მეორე ვიდეოში პირდაპირ ვხედავთ, როგორ იქცევა მბაპე კონკურენტების კოშმარად:

ეს კამპანია მსოფლიოსთვის იმის შესახსენებლადაა, რომ თამაში კვლავ მხიარულებას და განსხვავებულობისკენ სწრაფვას შეეხება. ბავშვობაში Nike-ის შემოქმედებითმა საქმიანობამ დიდი გავლენა იქონია ჩემზე და ახლა ბედნიერი ვარ, რომ ამ მემკვიდრეობის ნაწილი გავხდი, — აცხადებს მბაპე.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ და ვნახოთ, დაუბრუნებს თუ არა მსგავსი შემოქმედებითი სვლა ბრენდს შემოსავლებს…

Grossmann — სრული სამშენებლო ეკოსისტემა და თანამედროვე მიდგომები მშენებლობაში

თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება