სერენა უილიამსის 27-ე და პროფესიონალი მოთამაშის ბოლო წლის პატივსაცემად Nike-მა ხელოვნური ინტელექტის ძალა გამოიყენა. თანაც, მიზნად დაისახა, ეჩვენებინა, თუ როგორ განავითარა თამაში „ჩოგბურთის დედოფალმა“.
AKQA Studios-თან თანამშრომლობით, სპორტული ტანსაცმლის გიგანტმა წარსულში დაბრუნება გადაწყვიტა — „ძველი“ და „ახალი“ უილიამსი ერთმანეთს დაუპირისპირა. დიახ, 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსული უილიამსი 1999 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსულ ვერსიას ეთამაშა.
ხელოვნურმა ინტელექტმა ათასობით საარქივო კადრი შეისწავლა და თითოეული ეპოქიდან ვარსკვლავის თამაშის სტილის მიბაძვაც შეძლო. ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, დარტყმის ადგილის შერჩევას, რეაქტიულობას, აღდგენასა და სისწრაფესაც კი მოიცავდა.
კონკრეტული ტექნოლოგია სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ vid2player ტექნიკას ეფუძნება, რითაც წარსულისა და აწმყოს სერენას მოდელებსაც აცოცხლებს. მსგავსად, უკვე ორ უილიამსს თამაშის ხელახლა დაწყების საშუალებასაც აძლევს.
ისიც მოსალოდნელია, რომ მონაცემთა ვიზუალიზაციის ამ მეთოდს სპორტული ანალიტიკოსები მალე გამოიყენებენ, როგორც ახალ და ხელმისაწვდომ გზას სპორტსმენების თამაშების გადახედვისთვის.