13
Jul
2016

ინდოელობას გვართმევენ! როგორ გაახდევინა Nike-მა სარი ინდოელ ქალებს? – შთამაგონებელი ვიდეორგოლი Da Da Ding

13 Jul 2016

Elit Electronics
Elit Electronics


ალბათ, ცოტას თუ სმენიათ ინდურ სპორტზე? განსაკუთრებით კი მის მდედრობით წარმომადგენლებზე. არაფერი საგანგაშო, უბრალოდ, ინდოელი ქალების სპორტულ იმიჯზე ზრუნვა Nike-მა თავის თავზე აიღო.

 

 

ახალ რეკლამაში კომპანიამ მათი იმიჯის თავიდან ბოლომდე შეცვლა გადაწყვიტა. ვოდეორგოლში  “Da Da Ding”, რომელშიც სპორტში ცნობილი ინდოელი ქალები იღებენ მონაწილეობას, აქცენტი მათ იმიჯსა და ცხოვრებაში სპორტის გავლენაზეა გაკეთებული.

Gizzle-ის მუსიკის ფონზე მოვარჯიშე ენერგიული ქალები სპორტსმენის იმიჯს თითქმის ყველა მიმართულებით ირგებენ. დარბიან, ცეკვავენ, ასრულებენ პარკურს, თამაშობენ ჩოგბურთს, კალათბურთს, ფეხბურთსა და სხვა პოპულარულ აქტივობას.

რგოლი ინდური პოპ კულტურის ელემენტებს შეიცავს : მუსიკა, რიტმი, დარტყმა. მისი ხანგრძლივობა კი საკმაოდ დიდია, რაც ასევე დამახასითებელია ინდოელებისთვის.

რგოლზე სააგენტო Wieden + Kennedy-მა იმუშავა.

განხილვა