6
Sep
2018

როგორ იყენებდა Nike რეკლამას სოციალური საკითხების მხარდასაჭერად? [ვიდეოკოლაჟი]

6 Sep 2018



წელს, Nike-ს 30 წელი შეუსრულდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, ბრენდი სააგენტო Wieden + Kennedy-სთან ერთად, უამრავი კამპანიის ინიციატორი გახდა, რომელიც სოციალური საკითხების გააქტიურებისკენ იყო მიმართული. თვალი გადავავლოთ, ქრონოლოგიურად, როგორი იყო Nike-ის სოციალურ თემებზე შექმნილი ვიდეორგოლები. შეიძლება ეს რეკლამები არ ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც კაეპერნიკის ვიდეო გახდა, თუმცა, ესაა თვალსაჩინო მტკიცებულება, რომ Nike-ს არასოდეს შეშინებია საკუთარი პოზიციის დაფიქსირების და საზოგადოების ნაწილის გაბრაზებისაც კი.

პირველი რეკლამის მთავარი გმირი გახდა მოხუცი უოლტერ სტაკი, რომელმაც, ცხოვრების განმავლობაში, 62 000 მილზე მეტი გაირბინა.

 

მომდევნო წელს, Nike-ის ვიდეორგოლში გამოჩნდა პარალიმპიელი ვარსკვლავი კრეიგ ბლანშეტი.

 

1993 წელს, კომპანიამ ვიდეორგოლში ჩარლზ ბარკლი მოიწვია, რომელიც “ანტი-გმირის” სახით გვევლინება და სტერეოტიპების წინააღმდეგ საუბრობს.

 

90-იანებიდან Nike-ის რეკლამებში სექსიზმსა და ჰომოფობიის წინააღმდეგ დაიწყეს საუბარი.

1995 წელს, შეიქმნა ვიდეორგოლი აივ ინფექციის მქონე მორბენალ რიკ მუნიოსზე, რომელიც კვირაში 80 მილს დარბოდა, ხოლო წელიწადში 10 მარათონში მონაწილეობდა.

 

მომდევნო ვიდეორგოლი, რომელიც 1995 წელს გამოვიდა, ქალების გაძლიერებას ეხება.

 

“ხმებიც” ქალების მხარდასაჭერად შეიქმნა. იმ კანონის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა ქალების თანასწორობას განათლებასა და სპორტში.

 

მომდევნო ვიდეორგოლი არ არის კონკრეტულ თემაზე მიმართული – ის ეხება ყველას, ვინც აწყდება სირთულეს და ცდილობს გახდეს უკეთესი, ვიდრე არის ახლა.

 

განხილვა