9
Mar
2017

Nike–მა სპორტული ჰიჯაბი გამოუშვა

9 Mar 2017



იქიდან გამომდინარე, რომ საბედნიეროდ, დღესდღეობით, სპორტმა არც რასა იცის, არც ასაკი, არც სქესი ან რელიგია, თითოეულ სპორტსმენს თანაბარი პირობები და ხელშეწყობა სჭირდება. სწორედ ამიტომ Nike–მა, რომელიც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტიურად ეკიდება თანასწორობის საკითხს, გადაწყვიტა მუსულმანური რელიგიის წარმომადგენელი ქალბატონებისთვის სპეციალური, სპორტული ჰიჯაბი შეექმნა.

Nike Pro Hijab-ზე მუშაობა თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და პროცესში ჩართული იყო საკმაოდ ბევრი ადამიანი, დაწყებული ბრენდის დიზაინერებით, მკერავებითა და სპორტსმენებით, დამთავრებული ჩვეულებრივი ქალბატონებით, რომლებიც ყოველდღიურად ატარებენ ჰიჯაბს.

საბოლოო ჯამში, შედეგი ძალიან კარგი გამოვიდა, რელიგიურ აქსესუარს არაჩვეულებრივად მოერგო სპორტული ფორმა. თხელი, ჰაეროვანი მატერიით დამზადებული ჰიჯაბი, მის მატარებელ სპორტსმენს კომფორტს უქმნის თან იცავს მის რელიგიურ დატვირთვას.

განხილვა