8
Feb
2019

ნურაფერი შეგაჩერებს – Nike-ის ახალი კამპანია ქალი ათლეტების მონაწილეობით

8 Feb 2019



„ნაიკის“ ახალმა კამპანიამ Stop At Nothing სტარტი მილანში აიღო და დროთა განმავლობაში მთელ იტალიას მოიცავს. კამპანიის ფარგლებში მომზადებულ ვიდეორგოლში ქალი სპორტსმენები მონაწილეობენ, მათ შორის, პარალიმპელი ჩემპიონი Bebe Vio, ფეხბურთელები Sara Gama და Benedetta Glionna, კალათბურთელი Ilaria Panzera, მოკლე დისტანციაზე მორბენლები – Ayomide Folorunso, Raphaela Luduko, Maria Benedicta Chigbolu და Libania Grenot. ასევე, მოფარიკავე – Rossella Fiamingo, ჩემპიონი მოტოციკლისტი – Kiara Fontanesi და ბალერინა Valentina Vernia.

„ისინი ამბობდნენ, რომ სიგიჟე იყო ბრძოლა, ოცნება. თუმცა, არ უნდა გაჩერდე და ყველაზე გიჟური ოცნებებიც კი რეალობად იქცევა“, – ნათქვამია ვიდეორგოლში.  ვიდეორგოლზე სააგენტო Wieden+Kennedy-მ იმუშავა.

 

განხილვა