in

„როცა გეუბნებიან, ვერ გაიმარჯვებ, გაიმარჯვე!“ — 27 წლის შემდეგ Nike სუპერ თასზე დაბრუნდა

იცით, რომ უკვე 27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Nike-ს Super Bowl-ზე მონაწილეობა არ მიუღია? გეთანხმებით, რთული დასაჯერებელია, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბრენდი თითქმის 3 ათეული წელია დიდ სათამაშო სცენაზე თავისი რეკლამებით რომ არ გვინახავს, თუმცა ფაქტი ეს არის… და რადგან ფაქტებზე ვიწყებთ საუბარს, ერთ კარგ ახალ ამბავსაც გეტყვით — Nike Super Bowl-ზე დაბრუნდა! და თუ ვინმეს დაავიწყდა, თავისსავე დამკვიდრებულ სპორტსმენების ღირებულებებსაც შეახსენებს.

BOG

შავ-თეთრ ფილმს ფონად Led Zeppelin-ის Whole Lotta Love გასდევს და მასში ტოპ სპორტსმენები მონაწილეობენ, იქნება ეს ფეხბურთელი ალექსია პუტელასი, ჩოგბურთის ვარსკვლავი არინა საბალენკა თუ სხვები. ისინი გვიმტკიცებენ, რომ კრიტიკოსები არასწორები არიან, Nike-ის ფორმულა კი შემდეგია: როცა გეუბნებიან, ვერ გაიმარჯვებ, გაიმარჯვე!

შესანიშნავი დრო იყო სპორტსმენების ამბის მოსაყოლად. ქალები დღეს რეკორდებს ხსნიან, ბილეთებს ბოლომდე ყიდიან და გვთავაზობენ აქამდე წარმოუდგენელ კონტრაქტებს. უხეში მოლოდინების წინაშეც არიან, რომლებიც კარნახობს მათ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ… მე კი ვფიქრობ, რომ ისინი ხელახლა განსაზღვრავენ სპორტსმენისა და მომავლის ფიგურად ყოფნის მნიშვნელობას, — განმარტავს ნიკოლ ჰაბარტ გრაჰამი, Nike-ის მარკეტერი.

Nike-ის სუპერ თასის კამპანიაზე Wieden+Kennedy-მ იმუშავა, რომელთა შექმნილ პოსტერებს ქვემოთ ნახავთ:

„მეტროპოლი“ ისევ საერთაშორისო ფოკუსშია და The Global Economics Award-ისა და Luxury Lifestyle Awards-ის გამარჯვებულია

საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამაზე რეგისტრაცია 10 თებერვალს დასრულდება